შპს ტოპოგეო
ჩვენ შესახებ
შპს „ტოპოგეო“ წარმოადგენს გეოდეზიურ და საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას საჯარო და კერძო სექტორის კლიენტებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საინჟინრო-გეოდეზიური და ტოპოგრაფიული კვლევები.
კომპანიას ფლობს და მართავს ინჟინერ-გეოდეზისტი ნიკოლოზ ბრეგვაძე, რომელსაც აქვს გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოების წარმოების 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში. ნიკოლოზი აგრეთვე არის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული უძრავი ქონების ამგეგმავი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული უპილოტო საფრენი ხომალდის (დრონის) დისტანციური პილოტი.
კვლევები ტარდება მაღალი სიზუსტით და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილებით, თანამედროვე გეოდეზიური აპარატურის გამოყენებით. ჩვენი ტოპოგრაფიული გეგმები და ნახაზები წარმოდგენილია ადვილად წასაკითხ ფორმატში და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი დააკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შესაძლებლობებით შევასრულოთ ყველა საველე და საოფისე პროექტი კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მიერ.
იურიდ. მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას ქ. 45, თბილისი
0186, საქართველო
ტელ: +995 555 277 398
ელ. ფოსტა: info@topogeo.ge